სილამაზის სალონის ადმინისტრატორი
2xP PRIORITY Jean Louis David
თარიღები: 06 მაი - 04 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ადმინისტრატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@itc.ge
ფრანგული სილამაზის სალონების ქსელი Jean Louis David აცხადებს ვაკანსიას სილამაზის სალონის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო საათები: 10:00-დან 20:00 საათამდე;
  • სამუშაო დღეები: კვირაში 3 დღე;
  • ანაზღაურება: 800 ლარი, ბონუსი გაყიდვებიდან;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე.

გთხოვთ, ნუ გამოგზავნით აპლიკაციას, რომელიც არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, მინიმუმ 2 წელი;
  • უცხო ენები: ინგლისური, რუსული თავისუფალი, სასაუბრე დონე;
  • გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
  • მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ცოდნა;
  • კარგი არითმეტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
  • აპლიკანტს უნდა გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არ არის მორგებული სტუდენტებზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლების ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • მომხმარებლების დეტალური კონსულტაცია, მომსახურებებისა და პროდუქციის შესახებ;
  • მომხმარებლებთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება შესაბამის პროგრამაში;
  • სალაროს მართვა (სალონის საკასო ოპერაციების წარმოება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო);
  • სალონში არსებული პროცედურების თეორიული ცოდნა;
  • გაყიდვებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@itc.ge სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სილამაზის სალონის ადმინისტრატორი.

გისურვებთ წარმატებას!