რეზერვი პრისეილერი
თარიღები: 07 მაი - 05 ივნ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 900 +ბონუსი
განათლება: საშუალო განათლება
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  პრისელერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@pepsi.ge
სს „ იბერია რეფრეშმენტსი" არის „ პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group-ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და სნექების კატეგორიის (Lay's, Doritos, Cheetos და სხვ.) დისტრიბუცია.
ასევე ახორციელებს „ Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებასა და დისტრიბუციას საქართველოში.

სს „ იბერია რეფრეშმენტსი - პეპსი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი პრისეილერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ძირითადი მოვალეობა:
  • თავის სამუშაო ტერიტორიაზე კომპანიის პროდუქტების გაყიდვების გაზრდა;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია ახალი პროდუქციის გამოშვებასთან, ფასების ცვლილებებსა და პრომო კამპანიებთან დაკავშირებით, კომპანიის წესების შესაბამისად;
  • ყოველკვირეული ვიზიტები განსაკუთრებულ/მნიშვნელოვან კლიენტებთან, გაყიდვების სუპერვაიზერის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
  • ინფორმაციის მოძიება ტერიტორიაზე არსებული (აქტიური და პოტენციურად აქტიური) კლიენტების შესახებ;
  • ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების მართვა, პასუხების მიწოდება უმოკლეს ვადებში და პრობლემების ეფექტური გადაჭრა;
  • კომპანიის მიერ შედგენილი მარშრუტის შესრულება და მაქსიმალური რაოდენობის შეკვეთების აღება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
  • კომპანიის მიერ გადაცემული მარკეტინგული მოწყობილობების მართვა, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და კომპანიისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • საშუალო განათლება;
  • პრისეილერად მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება და ბენეფიტები:
  • ფიქსირებული ანაზღაურება - 900 ლარი + ბონუსი;
  • საწვავი;
  • კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
  • კორპორატიული SIM ბარათი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@pepsi.ge.
ელ. წერილის სათაურში („ Subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – „ რეზერვი პრისეილერი“.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 7 ივნისი.

კომპანია “ იბერია რეფრეშმენტსში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.