მარკეტინგის ხელმძღვანელი
2xP PRIORITY რითეილერი
თარიღები: 07 მაი - 05 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მარკეტინგის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hhvacancy1@gmail.com
ქართულ ბაზარზე წარმატებით მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ხელმძღვანელის (Head of Marketing) პოზიციაზე.

კომპანია ოპერირებს საცალო ვაჭრობის სფეროში, მოიცავს მრავალ ბრენდს და ფლობს ფილიალებს საქართველოს მასშტაბით. ვაკანსია განკუთვნილია გამოცდილ მარკეტინგ მენეჯერისთვის, რომელსაც შეუძლია მასშტაბური ბრენდების მართვა და განვითარების სტრატეგიის წარმართვა

მოვალეობები:
  • მარკეტინგული მიმართულებების სრული კოორდინაცია და მართვა
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და შედეგების ანალიზი
  • მარკეტინგული კამპანიების ფინანსური ეფექტიანობის ანალიზი და მაჩვენებლების დათვლა
  • გუნდის ორგანიზება, განვითარება და ყოველდღიური პროცესების მართვა
  • ციფრული არხების, სოციალური მედიისა და კონტენტ სტრატეგიის წარმართვა
  • მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და ეფექტური ხარჯვა
  • ბრენდის პოზიციონირების გამყარება და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა
  • მომხმარებლის ქცევის ანალიზი და ამ მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიების შექმნა
  • კომპანიაში მარკეტინგული ხედვის ინტეგრაცია ყველა განყოფილებასთან ერთად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში, მათ შორის 3 წელი მენეჯერულ პოზიციაზე
  • ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, ბიზნესში ან მსგავს სფეროში
  • გამოცდილება როგორც სტრატეგიულ, ისე ოპერაციულ მარკეტინგში
  • ციფრული მარკეტინგის და ანალიტიკის ინსტრუმენტების ცოდნა
  • ლიდერული და პროექტის მართვის უნარები
  • გამართული ქართულისა და ინგლისურის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა დინამიკურ და მზარდ კომპანიაში;
  • პროფესიონალური გუნდი და თანამშრომლური სამუშაო გარემო;
  • კონკურენტული ანაზღაურება და სტაბილურობა.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hhvacancy1@gmail.com

 შენიშვნა: კომპანიის სახელწოდება და დეტალური ინფორმაცია მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გახდება ცნობილი..