მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი ,,ორბი სითი მოლი’’ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე. ,,ორბი სითი მოლი’’- Orbi City-ის ტერიტორიაზე განლაგებული რეგიონის უმსხვილესი სავაჭრო და გასართობი სივრცეა, რომელიც წლიურად 7 მილიონზე მეტ ვიზიტოსრ მიიღებს და გააერთიანებს 250-მდე ბრენდის მოდის, კვების, სერვისებისა და გასართობის სექტორიდან. მდებარეობა: ბათუმი სამუშაო გრაფიკი : სრული ანაზღაურება : შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები: - ბიზნეს სისტემების, საოფისე სისტემების, კომპიუტერული ქსელების და სხვადასხვა სისტემების დანერგვა და მათ ყოველდღიურ გამართულ ფუნქციონირება და მხარდაჭერა;
- პასუხისმგებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელე და აუდიო ვიზუალიზაციის მოწყობილობების დაინსტალირებასა და უზრუნველყოფს მათ გამართულ მუშაობას;
- იდენტიფიცირებას უკეთებს და ირჩევს გარე სერვის პროვაიდერებს;
- ქსელების ადმინისტრირება, მონიტორინგი,პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- საოპერაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და პროცედურების დანერგვა და მონიტორინგი;
მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით (სასურველია მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით);
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
- ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა ( სავალდებულოა);
თვისებები: - ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- საქმისა და დროის სწორი მართვა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ორგანიზაციის მიზნებზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელფოსტის მისამართზე: HR@orbi.net და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.