უფროსი იურისტი
2xP PRIORITY ორბი სითი მოლი
თარიღები: 07 მაი - 05 ივნ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
იურიდიული:  იურისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@orbi.net
მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი ,,ორბი სითი მოლი’’ აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე.

,,ორბი სითი მოლი’’- Orbi City-ის ტერიტორიაზე განლაგებული რეგიონის უმსხვილესი სავაჭრო და გასართობი სივრცეა, რომელიც წლიურად 7 მილიონზე მეტ ვიზიტოსრ მიიღებს და გააერთიანებს 250-მდე ბრენდის მოდის, კვების, სერვისებისა და გასართობის სექტორიდან.

მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი : სრული
ანაზღაურება : შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:
  • სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების - წესდებების, დებულებების, წესების, ხელშეკრულებების შექმნა/ რედაქტირება და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების მომზადება/ შედგენა;
  • კომპანიის მიმდინარე საქმიანობაში წარმოშობილი სამართლებრივი ხასიათის პრობლემის შესწავლა, მათი დროული და კვალიფიციური გადაწყვეტა;
  • კორესპოდენციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საპასუხო წერილების მომზადება;
  • საკანონმდებლო ცვლილებების პეროიდული ანალიზი და კომპანიის თანამშრომლების ინფორმირება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში, სააღსრულებო, ადმინისტრაციულ ორგანოებში და ნებისრმიერ მესამე პირ(ებ)თან ;
  • საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების მომზადება სასამართლო და საარბიტრაჟო წარმოებისთვის;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
  • ინგლისურისა და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა ( სავალდებულოა);
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

თვისებები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • საქმისა და დროის სწორი მართვა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზაციის მიზნებზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელფოსტის მისამართზე: HR@orbi.net და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.