ექსკლუზიური გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 08 მაი - 05 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1300 +ბონუსი
ენები: ინგლისური
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
„ნიქსი“ — უძრავი ქონების თანამედროვე კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციურ მოდელზე, ექსკლუზიურ გარიგებებზე და პროფესიონალურ მიდგომაზე. ვეძებთ კვალიფიციურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი, წარმართონ მაღალი დონის მოლაპარაკებები და სრულად მართონ გაყიდვების პროცესი, რომელიც განსაზღვრავს ინდუსტრიის განვითარების ახალ სტანდარტებს.

თუ გაქვს გამოცდილება, მოტივაცია და გსურს განვითარდე შედეგებზე ორიენტირებულ გარემოში — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ჩვენ ვეძებთ შენნაირ ადამიანს, თუ:
  • მზად ხარ მუდმივი განვითარებისათვის და არ გეშინია სიახლეების
  • კომუნიკაციის უნარს ეფექტურად იყენებ კლიენტებთან ურთიერთობაში
  • ფლობ მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას გაყიდვებში (სასურველია უძრავი ქონების ან B2B სექტორში)
  • გაქვს მოლაპარაკების , დარწმუნების და დროის ეფექტური მართვის უნარი
  • ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და შედეგებზე ორიენტირებული
  • ფლობ ინგლისურ ენას (მინიმუმ B2 დონეზე)
  • გამოირჩევი მაღალი ენერგიით, ოპერატიულობითა და პუნქტუალურობით

რას გთავაზობთ:
  • 2-თვიანი სტაჟირება რეალურ ბაზარზე, სადაც ეტაპობრივად ჩაერთვებით სრულფასოვან გაყიდვების პროცესში მენტორის ხელმძღვანელობით
  • 1-კვირიანი ინტენსიური ტრენინგი ექსკლუზიური გაყიდვების სპეციფიკაზე
  • პრაქტიკული უნარების განვითარება და მენტორული მხარდაჭერა • კარიერული ზრდის შესაძლებლობა (6 თვის შემდეგ შესაძლებელია დაწინაურება)
  • პროფესიონალური და კეთილმოწყობილი სამუშაო გარემო

ანაზღაურების მოდელი:
  • სტაჟირების პერიოდში (პირველი 2 თვე): ფიქსირებული ანაზღაურების გარეშე, თუმცა გარანტირებული ბონუსი $500 თითოეულ წარმატებულ გაყიდვაზე (ჩვენი მხარდაჭერითა და ტრენინგებით, მოტივირებულ კანდიდატებს შეუძლიათ მიაღწიონ მინიმუმ ერთ გაყიდვას პირველ თვეში, რაც უზრუნველყოფს მინ. $500 შემოსავალს.)
  • სტაჟირების შემდეგ: ფიქსირებული ანაზღაურება $500 და თითოეულ წარმატებულ გაყიდვაზე ფიქსირებული $500 ბონუსი, რომელიც იზრდება გარიგებების რაოდენობის მიხედვით
  • სტაჟირების შემდგომ, საშუალო თვიური შემოსავალი იწყება $2500-დან და იზრდება თქვენი მონდომებისა და შესრულებული გარიგებების შესაბამისად.

მოვალეობები:
  • სატელეფონო კომუნიკაცია ქონების მფლობელებთან
  • ქონების დათვალიერება და შეფასება ადგილზე
  • პირობების შეთანხმება და ექსკლუზიური ხელშეკრულების გაფორმება
  • ფოტო/ვიდეო გადაღების ორგანიზება ვიდეოგრაფთან
  • განცხადებების განთავსება მთავარ პლატფორმებზე
  • დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია და ჩვენებების ორგანიზება
  • მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის დასრულება
  • თვის გეგმის შესრულება და პროცესების დოკუმენტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • დრესკოდის დაცვა

პოზიციის პირობები:
  • ოფიციალური დასაქმება
  • მობილური კავშირის ანაზღაურება
  • სამუშაო სრულდება ოფისიდან (დაახლ. 60%) და გარე შეხვედრებიდან (დაახლ. 40%, თბილისის მასშტაბით)
  • ბონუს სისტემა მაღალი შედეგებისთვის
  • კარიერული განვითარება — 6 თვის შემდეგ შესაძლებელია დაწინაურება
  • სამუშაო გრაფიკი: ◦ ორშაბათი–პარასკევი: 11:00–19:00 ◦ შაბათი: 11:00–15:00 
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის ულიმიტო აბონემენტი
  • ოფისი მდებარეობს თბილისში, ც. დადიანის N7, ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა“

 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული, პროფესიონალური და კეთილმოწყობილი გარემო, სადაც თქვენი მოტივაცია და გამოცდილება გადამწყვეტ როლს ითამაშებს!
გისურვებთ წარმატებას!