საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების კომპანია "AIR SOLUTIONS LLC" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- პოტენციურ მომხმარებლებთან ზარების განხორციელება.
- პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
- შემომავალი ზარების მიღება;
- პირველადი შეთავაზების შემდეგ პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა/მართვა;
- მომხმარებლის საჭიროების დადგენა და ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაგზავნა;
- თითოეული ზარის მონაცემთა ბაზაში ასახვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:- მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
- გამართული მეტყველება;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ემოციური მდგრადობა.
- მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად;
- კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00გამოსაცდელი ვადა: 2 კვირა ;ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@airsolutions.ge , გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.