შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ისთ-ფოინთის და დიღმის ფილიალებში.ძირითადი მოვალეობები:- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
- კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
- მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
- საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
- დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
- დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
პირობები:- სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა; - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 1200 – 2000 ლარი;
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო).
- FitPass;
- კვება;
- უფასო ტრანსპორტირება
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.geან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.გისურვებთ წარმატებებს!