Büroservice Hübner აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პროდუქტების მენეჯერი
დისტანციური სამუშაო ნახევარ განაკვეთზე
კომპანიის შესახებ:
კომპანიის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს გარემონტებული საოფისე ტექნიკის გაყიდვა. შეთავაზებებისთვის ძირითადად გამოყენებულია ელექტრონული კომერციის ონლაინ არხები. გაყიდვების 75% ხორციელდება გერმანიასა და შვეიცარიაში, ხოლო დანარჩენი ევროკავშირის მასშტაბით. კომპანიის მომხმარებლები ასევე არიან გადამყიდველები მსოფლიოს მასშტაბით.
სამუშაო აღწერილობა:
- ვეძებთ მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროდუქტის შაბლონების შექმნაზე, ტექნიკური მონაცემების კვლევაზე და პროდუქციის ატვირთვაზე ყველა პოპულარულ სავაჭრო პლატფორმაზე.
- გერმანული ენის ძალიან კარგად ცოდნა სავალდებულოა, ხოლო გამოცდილება მარკეტინგული სტრატეგიების შესახებ დაგეხმარებათ სამუშაო პროცესში.
- თანამშრომლის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა შიდა პროგრამულ სისტემებში (ERP, Outlook, ელექტრონული კომერცია და ასე შემდეგ) მუშაობას.
- მუშაობა დაშვებულია როგორც სახლიდან დისტანციურად, ისე თბილისში არსებული ოფისიდან.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტის მოვლა – პროდუქტის შაბლონების შექმნა, ტექნიკური მონაცემების კვლევა;
- შიდა კომუნიკაცია გუნდის წევრებთან;
- პროდუქციის შესახებ ინფორმაციის განთავსება და რედაქტირება, როგორც შიდა სისტემაში, ისე საიტებზე (amazon, ebay და ა.შ);
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: 1875 ლარი gross
სამუშაო საათები: დღეში 4 საათი (გრაფიკი შეთანხმებით)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ რეზიუმე ინგლისურ ან გერმანულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: vacancy.buroservice@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ქართულ ენაზე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.