მთავარი ბუღალტერი
2xP PRIORITY კოფისტა
თარიღები: 07 მაი - 05 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 3000 - 3500
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  მთავარი ბუღალტერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Hr@coffeesta.com
Coffeesta-ს კაფეების ქსელი ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ყავას და საკვების ნაირსახეობას. დღეის მდგომარეობით კომპანია ოპერირებს 7 ფილიალით და ცენტრალური საწარმოთი.

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე და მოხარული ვიქნებით განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე მიმართულებაში;
  • აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების FASS BASS მაღალ დონეზე ცოდნა და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
  • აუცილებელია ბუღალტრული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Fina);
  • მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი; (წარმოსადგენი იქნება რეკომენდაცია წინა 2 დამსაქმებლისგან)
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
  • გუნდური მუშაობა და პროცესებში ჩართულობა, დეტალებზე ორიენტირება.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბრუნვითი უწყისის მართვა, შესაძლო ხარვეზის ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
  • თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის;
  • რეპორტინგის წარმოება, მენეჯმენტთან საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
  • სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
  • ხელფასების დარიცხვა, ხელფასთან დაკავშირებული ბუღალტრული ჩანაწერების შესრულება.

მთავარ ბუღალტერს ეყოლება დამხმარე ბუღალტერი, რომელიც პარალელურად მუშაობს ყოველდღიური ინფორმაციის დამუშავებაზე და საოპერაციო პროგრამის მართვით არის დაკავებული.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე: 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
ანაზღაურება: 3000-3500 ლარი . ბონუსის სახით 13-ე ხელფასი.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  Hr@coffeesta.com
გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

კოფისტა მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!