რეზერვაციის თანამშრომელი
თარიღები: 08 მაი - 05 ივნ
მდებარეობა: წალკა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2000 - 2500
ენები: ინგლისური რუსული
ტურიზმი/გართობის სექტორი:  ჯავშნები
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@Kassland.com
კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის თანამშრომლის პოზიციაზე.

მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი გამოცდილების შესაბამისად
კომპანია უზრუნველყოფს -კვებას, განთავსებას

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დადასტურებული ინდივიდუალური და ჯგუფური რეზერვაციების ასახვა ჯავშნების სისტემაში
  • OTA არხების მართვა
  • შემოსულ ზარებზე/შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, ჯავშნების მიღება, ჯგუფური ჯავშნების გაყიდვების გუნდთან გადამისამართება
  • სასტუმროს ჯავშნის პანელში შეტანილი ჯავშნის სტატუსის მონიტორინგი /განახლება და უკუკავშირი მომწოდებელთან/გაყიდვების გუნდთან;
  • გაყიდვების გუნდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისტემაში ჯავშნის შეტანა დადგენილი სტანდარტით;
  • სისტემაში შეტანილი ჯავშნის შესაბამისად, ინვოისის/ჯავშნის დასტურის გადაგზავნა პარტნიორთან/ინდივიდუალური რეზერვაციების გადახდების მონიტორინგი
  • მჭიდრო კავშირი გაყიდვების გუნდთან;
  • მჭიდრო კავშირი სასტუმროს რეცეფციის გუნდის წევრებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კომპიუტერული უნარები, PMS (Fidelio) სისტემის ცოდნა;
  • გასაყიდი პროდუქტების ზედმიწევნით ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

დამატებითი მოთხოვნები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, 
  • პუნქტუალურობა, 
  • ორგანიზებულობა, 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, 
  • კომუნიკაბელურობა, 
  • გუნდური მუშაობის უნარი, 
  • ანალიტიკური აზროვნება, 
  • მომსახურების უნარები;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.