შპს კომფო დიზაინი აცხადებს ვაკანსიას ავეჯის, განათებისა და აქსესუარების მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N 68.
აუცილებელი მოთხოვნები:
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გამართული მეტყველება;
- თავაზიანობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- პრიორიტეტად ჩაითვლება ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
- სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
- უზრუნველყოს საქონლის საკმარისი რაოდენობით არსებობა დარბაზში;
- გაითვალისწინოს მომხმარებელთა აზრი პროდუქციასთან/მომსახურებასთნ დაკავშირებით და ინფორმაცია მიაწოდოს მენეჯერს;
- ნაღდი და უნაღდო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
- კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას;
სრული სამუშაო გრაფიკი, კვირაში 2 დასვენების დღე. სამუშაო საათები 11:00-დან 19:00-მდე.
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვებიდან.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: info@comfo.ge და გამოგზავნისას მიუთითეთ პოზიციის დასახელება: აქსესუარების მოლარე კონსულტანტი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.