საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".
შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის განვითარების სპეციალისტი პოზიციაზე, ქ. თბილისში.
მისამართი - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N 230
სამუშაო საათები - 09:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მრავალფუნქციურ გუნდებთან თანამშრომლობა (მარკეტინგი, გაყიდვები, წარმოება, ფინანსური და იურიდიული დეპარტამენტი) კომპანიის მიზნებისა და მომხმარებელთა საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
- პროდუქტის განვითარების პროექტების პროგრესის მონიტორინგი;
- პროექტების ფარგლებში, მომწოდებლებთან, ქსელებთან და სხვა პარტნიორებთან კოორდინაცია;
- პროდუქტის განვითარებასთან დაკავშირებული პროცესების, ტექნიკური ანგარიშების და დეტალური დოკუმენტაციის წარმოება 1C ERP სისტემაში.
- შექმნილ პროდუქტზე საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების და/ან ტრენინგების ჩატარება.
- ახალი პროდუქტის კონცეფციის შემუშავების, პროტოტიპის შექმნის და ტესტირების პროცესში ჩართულობა;
- პროდუქტის შედეგების შეფასება ექსპერიმენტების და ანალიზის ჩატარების მეშვეობით;
- პროდუქტების შეფუთვის განვითარება, მათ შორის შესაფუთი მასალის სპეციფიკაცია და შეფუთვის ფუნქციონალი;
- შეფუთვის გაუმჯობესებაზე მუშაობა (შესაფუთი მასალის ხარჯების შემცირება, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგება, ა.შ.);
- ახალი შეფუთვის შედეგების ტესტირებისა და ვალიდაციის პროცესის მართვა (შეფუთვის შენახვისა და ტრანსპორტირების პროცესების ჩათვლით);
- შეფუთვის ხარისხის პრობლემების აღმოჩენა და მათი გადაჭრის გზების შემუშავება.
- ნედლეულის სენსორული, კვებითი და ფუნქციური თვისებების ანალიზი და ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება.
- პროდუქტის შეფუთვისა და ეტიკეტირების მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ახალი პროდუქტების დანერგვის და არსებული პროდუქტების ცვლილებების შეფასება რეგულაციებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
პასუხისმგებლობები:
- პროცესების მართვის მაღალი ხარისხი, შესაბამის დეპარტამენტებთან და ხელმძღვანელ პირებთან ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გზით;
- კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქტის ხარისხის მონიტორინგი და ხარვეზების შემთხვევაში მყისიერი უკუკავშირი;
- პროდუქტთან დაკავშირებულ გარე პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე;
- ეტიკეტირებასთან და შეფუთვასთან დაკავშირებული რეგულაციების მუდმივი მონიტორინგი და კომპანიის პროდუქტებში შესაბამისი ცვლილებების ასახვა.
კომპეტენციები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- შეფუთვის შექმნისა და განვითარების პრინციპების, მასალებისა და ტექნოლოგიების ცოდნა;
- სასურსათო რეგულაციებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა.
- მრავალფუნქციურ გუნდებთან და გარე პარტნიორებთან ეფექტური და მაღალი ხარისხის კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებისა და დროის მენეჯმენტის მაღალი ხარისხის, ამოცანების პრიორიტეტების და ვადების სწორი განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, მათ შორის დეტალების სწორი აღქმის და ჩანიშვნის უნარი;
- მუდმივ პროფესიონალურ განვითარებაზე ზრუნვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%) ფარავს კომპანია;
- დაზღვევა;
- ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე;
- პერიოდული საჩუქრები და სხვადასხვა აქტივობები კომპანიისგან.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.