სუპერმარკეტების ქსელი ,,მადაგონი“ აცხადებს ვაკანსიას
კახეთის რეგიონში ადმინისტრატორის პოზიციაზე:
,,მადაგონი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს და აერთიანებს, კვების პროდუქტების წარმოებას, სუპერმარკეტების და რესტორნების ქსელს. ჩვენი გუნდი დაინტერესებულია ისეთი მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და კვალიფიციური თანამშრომლების დასაქმებით, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ხედვას და ღირებულებებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- აპექს პროგრამაში მუშაობა;
- პროდუქციის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
- პროდუქციის შეკვეთების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- მაღაზიაში პერსონალის მართვა და კონტროლი;
- მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების კონტროლი;
- დარბაზში პროდუქციის განთავსების კონტროლი;
- პროდუქციის ვადებისა და ვარგისინაობის კონტროლი;
- პროდუქციის ფასებისა და მერჩენდაზინიგის კონტროლი;
- მაღაზიის საწყობის კონტროლი;
- სალარო ოპერაციების შემოწმება და მონიტორინგი;
- შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებულად მუშაობა;
მნიშვნელოვანია კანდიდატი იზიარებდეს კომპანიის ღირებულებებს:
- ერთმანეთის პატივისცემა;
- გუნდურობა და თანადგომა;
- ეთიკური პრინციპების დაცვა;
- მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა;
სამუშაო გრაფიკი და პირობები:
- ვაკანსიის ადგილმდებარეობა: კახეთი(თელავი,გურჯაანი,ყვარელი)
- სამუშაო საათები: კვირაში 48 სთ;
- ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე);
- თანამშრომლის კვებას უზრუნველყოფს კომპანია;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
hr@madagoni.ge; დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ,,ადმინისტრატორი“.
ან შეავსეთ განაცხადი: განაცხადის ფორმა
დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!