რესტორნის სუპერვაიზერი
2xP PRIORITY Greenwood Hotel
თარიღები: 08 მაი - 06 ივნ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@greenwood.ge
სასტუმრო “GreenWood” აცხადებს ვაკანსიას  რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3.  
 
სასტუმრო "გრინვუდი" ეძებს მოტივირებულ და ორგანიზებულ რესტორნის სუპერვაიზერს, რომელიც გაუწევს გუნდს ეფექტურ ხელმძღვანელობას და უზრუნველყოფს სტუმრებისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

ფუნქციები და მოვალეობები:  
  • რესტორნის ყოველდღიური პროცესების მართვა 
  • პერსონალის კოორდინაცია და მონიტორინგი 
  • მომსახურების ხარისხის კონტროლი 
  • შეკვეთების მართვა და სტუმრებთან ურთიერთობა 
  • ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სარესტორნო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასტუმროში ან პრემიუმ კლასის რესტორანში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად) 
  • ლიდერული უნარ-ჩვევები 
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და დეტალებზე ყურადღება 
  • გუნდური მუშაობის უნარი და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღება 
  • უცხო ენა: ინგლისური (სხვა დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად) 
 
რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებებს!