ოფის-მენეჯერი
თარიღები: 08 მაი - 06 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@master-trade.ge
“მარს - ვრიგლის“ (სნიკერსი) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში შპს “მასტერ თრეიდი” აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე . (კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: http://master-trade.ge/home)

სამუშაო პირობები:
სამუშაო დღეები ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება);

ძირითადი მოვალეობები:
  • ოფისში მოსული სტუმრების მიღება-გადამისამართება;
  • სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
  • სატელეფონო ზარებზე, ელ. წერილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
  • მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
  • საფოსტო გზავნილის მიღება-გადამისამართება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • ორგანიზატორული უნარჩვევები;
  • კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV მისამართზე: hr@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!