სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას “სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის” პოზიციაზე.კომპანიის შესახებ:სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი” ფუნქციონირებს 2018 წლიდან.კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების შესრულებაორი ძირითადი მიმართულებით:- სამშენებლო მძიმე ტექნიკით მომსახურება;
- სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
კომპანიის მთავარი მიზანია, მისი პროფესიონალი და ორგანიზებული გუნდით, საქმე შეასრულოს შეთანხმებულ ვადებში უმაღლესი ხარისხით.სამუშაო გრაფიკი: სრულისამუშაო ადგილი: ქ. თბილისიანაზღაურება: შეთანხმებით - კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
- ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- კონსტრუქციული პროექტების წაკითხვა-გარჩევის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:- სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
- სამუშაოთა შესრულების უზრუნველყოფა ბიუჯეტისა და ვადების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მკაცრი კონტროლი;
- მოთხოვნილი სამშენებლო მასალების რაოდენობისა და სპეციფიკაციის სისწორე, კერძოდ, რამდენად შეესაბამება მოთხოვნილი მასალების მოცულობა და სპეციფიკაცია ობიექტებზე საჭირო მასალების რაოდენობასა და სპეციფიკაციას;
- დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე პროცესების სიღრმისეული მონიტორინგი;
- სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ტაბელი და სხვ.);
- ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ეფექტურად მართვა;
- ხარჯების ოპტიმიზაცია
აუცილებელი უნარები:- სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
- პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის უნარი;
- შრომისმოყვარეობა, ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
- ინიციატივიანობა და ენთუზიაზმი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@splendidtbilisi.com და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ “სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი”.გისურვებთ წარმატებას.გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com