სამშენებელო კომპანია ,,Construction service’’ აცხადებს ვაკანსიას „ლოჯისტიკისა და ტექნიკური სამსახურის სპეციალისტის„ პოზიციაზესამუშაო განაკვეთი: სრულისამუშაო ადგილი: ქ.რუსთავიანაზღაურება: შეთანხმებთ( ინდივიდუალურად) ვეძებთ ლოჯისტიკისა და ტექნიკის ოპერატორს, რომელსაც აქვს გამოცდილება ავტოსერვისის მომსახურებებსა და სატრანსპორტო საშუალებების კორდინირებულ მართვაში. ეს პოზიცია მოიცავს პასუხისმგებლობას როგორც ლოჯისტიკურ კოორდინაციაზე, ასევე ტექნიკური მდგომარეობის მართვასა და მონიტორინგზე.ჩვენ გთავაზობთ:პროფესიულ ზრდასა და განვითარებას ინოვაციურ და დინამიკურ გარემოში.გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობის შესაძლებლობას.ძირითადი მოვალეობები:- ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და გეგმიური მომსახურებების დაგეგმვა,შესრულება
- მძღოლებისა და სატრანსპორტო საშუალებების ეფექტური მართვა
- ლოჯისტიკური პროცესების ორგანიზება: გადაზიდვები, მარშრუტების დაგეგმვა, ტვირთის მოძრაობის კონტროლი.
- სარემონტო სამუშაოების მონიტორინგი და სერვისცენტრებთან კოორდინაცია
- სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური რესურსების აღრიცხვა და მარაგის კონტროლი
- საგზურნო ფურცლებისა და სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოება
- საწვავის და ტექნიკური ხარჯების კონტროლი
- მონაცემების ელექტრონულ სისტემაში შეტანა და პერიოდული რეპორტი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- ავტოსერვისში ან ავტოპარკის ტექნიკურ მართვაში მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
- ლოჯისტიკის პროცესებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ავტომობილების ტექნიკური უნარ-ჩვევების ზოგადი ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel)
- ორგანიზებულობა, სიზუსტე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მძღოლებთან და სერვისის მომწოდებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
მოხარულები ვართ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით! გთხოვთ, თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@cs.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის ზუსტი დასახელება. ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს რეზიუმეს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემების, მათ შორის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს ,,Construction service“-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ვაკანსიასთანშესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში ჩვენი რეკრუტინგის სამსახურის მიერ.გისურვებთ წარმატებას!