კომპანია „GeoPaper“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/ძირითადი მოვალეობები:- პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
- პირველადი დოკუმენტაციის შექმნა;
- სასაქონლო ზედნადების, ანგარიშ-ფაქტურების გაწერა და პროგრამაში ასახვა; ინვოისისა და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა;
- ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;
- ბანკთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების გავლა;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
აუცილებელი მოთხოვნები:- სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით;
- სასურველია FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების, კერძოდ Excel-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 სთ.სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7ანაზღაურება: საწყისი 1200 ₾დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@geopaper.geელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება,გისურვებთ წარმატებას!„რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჯეპ-ის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.“