ტექნიკური ზედამხედველი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 08 მაი - 25 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  უბნის ზედამხედველი/პრარაბი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
 
„არქი“-ში ვეძებთ ტექნიკურ ზედამხედველს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.  
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი; 
  • მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი; 
  • გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი; 
  • სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დაფიქსირება; 
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; 
  • შესრულებული სამუშაოს ფორმა 2-ის მიღება/დადასტურება; 
  • სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება; 
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • სამუშაოთა მწარმოებლის ან მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • რკინა-ბეტონის კარკასის შემომფარგვლელი კონსტრუქციების, არქიტექტურულ და მოსაპირკეთებელ სამუშაოების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველი ზოგადი ცოდნა-გამოცდილება საინჟინრო ქსელების მოწყობაში; 
  • MS Office-ის ცოდნა. 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 25 მაისის  ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.