Motion დიზაინერი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 08 მაი - 22 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება:  კომპიუტერული გრაფიკა/CAD
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
არქიში ვეძებთ Motion დიზაინერს 

და მისი ფუნქციები იქნება: 
  • ვიდეომასალის მონტაჟი სხვადასხვა პლატფორმისთვის (სოციალური მედია, სატელევიზიო რეკლამები, კორპორატიული ვიდეოები); 
  • ვიზუალური და აუდიო ეფექტების დამატება, ფერების კორექცია, ვიდეოს დინამიურობის გაუმჯობესება;  
  • ბრენდის სტილის დაცვა ვიდეო კონტენტში;  
  • შემოქმედებითი მიდგომა და ინოვაციური იდეების შეთავაზება;  
  • ვადების დაცვა და გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;  
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • After Effects ან Premiere Pro მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. 
 
ჩვენ კი გთავაზობთ: 
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს; 
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • სავარჯიშო დარბაზს; 

სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში; 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 
სამუშაო ადგილი: არქის სათავო ოფისი. 
 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 22 მაისის  ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php  
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.