კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სამართლის ფაკულტეტის სპეციალისტის პოზიციაზესაკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება
- უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სტუდენტებთან და პერსონალთან საქმიანი და კორექტული ურთიერთობის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)
ფუნქცია-მოვალეობები- ინფორმაციის მიწოდება, გაცემა, კომუნიკაცია პედაგოგებთან, სტუდენტებთან;
- პირადი საქმეების მიმდინარე წარმოება/დამატება და დაცვა;
- მობილობის პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფა ;
- სტუდენტების პირად განცხადებებთან მუშაობა:
- ფაკულტეტის კუთვნილი ტექნიკის გაცემა-დაბრუნების კონტროლი;
- მიმდინარე საქმისწარმოებითი სამუშაოები;
- სტუდენტთა სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრისათვის;
- საფაკულტეტო ელექტრონული ფოსტის კონტროლი და მართვა;
- სოციალურ ქსელებში და სასწავლო ელექტრონულ ბაზაში სტუდენტების საინფორმაციო მომსახურება;
- დახარვეზებული პირადი საქმეების კორექცია;
- საგამოცდო ცენტრის გარეთ შესაბამის მატერიალურ ბაზაზე ჩასატარებელი გამოცდების ტექნიკური უზრუნველყოფა;
- აკადემიური რეგისტრაციის პროცესი და ტექნიკური დახმარება;
- სტუდენტთა საგნების აღიარებების ბაზაში ასახვა.
სამუშაო პირობები:სამუშაო გრაფიკი: სრულისამუშაო საათების რაოდენობა: 40 საათი კვირაშიგამოსაცდელი ვადა: ექვსი თვე (ანაზღაურებადი)კონკურსის ეტაპები:- საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)კონკურსის ვადა: საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2025 წლის 22 მაისის ჩათვლითდაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge