The English Academy აცხადებს ვაკანსიას ბათუმში — ინგლისური ენის აკადემიური ხელმძღვანელის პოზიციაზეThe English Academy — აკადემია, რომელიც იყენებს ჰიბრიდული სწავლების ინოვაციურ მეთოდს, ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ კანდიდატს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს ქალაქ ბათუმში ინგლისური ენის Head Teacher-ის როლში.ძირითადი მოვალეობები:- სასწავლო პროცესის ხარისხის კონტროლი და განვითარება;
- საგაკვეთილო პროცესისა და სასწავლო მეთოდოლოგიის მონიტორინგი;
- ახალი სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვა;
- ჯგუფური მუშაობის მხარდაჭერა და გუნდური მუშაობის ორგანიზება;
- რეპორტინგი აკადემიის მენეჯმენტთან.
HR ფუნქციები:- აკადემიური გუნდის შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- ახალი მასწავლებლების ინტეგრაცია და მენტორობა;
- პერსონალის განვითარების გეგმის დაგეგმვა და შესრულება;
- პედაგოგიური გუნდის შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება და მოტივაციის მხარდაჭერა;
- საჭიროების შემთხვევაში დისციპლინური საკითხების მართვა და თანამშრომელთა შეფასება.
მოთხოვნები:- ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასწავლო ან აკადემიურ ადმინისტრაციაში;
- ენერგიულობა, ინიციატივიანობა და ლიდერის თვისებები;
- დაგეგმვისა და კონტროლის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მართვის კარგი უნარი;
- გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მუშაობის უნარი სტრესულ გარემოში და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: theenglishacademy11@gmail.comგთხოვთ, Subject-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „ინგლისური ენის Head Teacher“სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.შერჩეულ კანდიდატებს აკადემია თავად დაუკავშირდება.გისურვებთ წარმატებას!