ამერიკულ სატრანსპორტო კომპანიას ესაჭიროება ლოგისტიკის ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ტვირთების კონტროლსა და გადაზიდვის პროცესის უსაფრთხოდ მართვას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
- სამუშაო გრაფიკი: 16:00 - 01:00 საათებში
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- ოფისი: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ.
- ანაზღაურება: 1700 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- ტვირთის ინფორმაციის შეყვანა სისტემაში;
- კლიენტებთან კომუნიკაცია და განახლებების მიწოდება გადაზიდვის პროცესის შესახებ;
- მძღოლებთან კომუნიკაცია;
- გადაზიდვის პროცესის დროული და უსაფრთხო ორგანიზება და კონტროლი;
- სატელეფონო ზარების განხორციელება.
მოთხოვნები:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის ქონა;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე - უნდა შეგეძლოთ თავისუფლად საუბარი და წერა;
- სამუშაო არ არის დისტანციური, ოფისიდან მუშაობა სავალდებულოა
კომპანია არ უზრუნველყოფს ტრანსპორტს
აუცილებელია, რეზიუმეში მითითებული იქნას კონკრეტული უბანი სადაც ცხოვრობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება
აუცილებელია, subject-ში მიუთითოთ "მთავარი ცვლის ლოგისტიკის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება
გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან არაანაზღაურებად სტაჟირებას. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ისინი დასაქმდებიან კომპანიაში.
კანდიდატებს, რომლებსაც არ შეუძლიათ მალევე შეუდნენ სტაჟირებას, გთხოვთ, შეიკავოთ თავი რეზიუმეს გამოგზავნისგან.
გისურვებთ წარმატებებს!