მოლარე-კონსულტანტი
თარიღები: 16 მაი - 11 ივნ
მდებარეობა: თბილისი ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1100 - 1300
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი მოლარე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@icr.ge
,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თითოეულ თანამშრომელს მივცეთ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.

შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე- კონსულტანტის პოზიციაზე შემდეგ ლოკაციებზე არსებულ მაღაზიებში

ქ. თბილისი
  • აღმაშენებლის გამზ. მაღაზია "კორსო იტალია"
  • ვაკე - ჭავჭავაძის გამზ. მაღაზია "ბატა"
  • ვაჟა-ფშაველას 26. მაღაზია "ბატა" და "სტუდიო"
  • სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“
  • სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“
  • პეკინის გამზ. 25, მაღაზია "კორსო იტალია"
  • სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი"
  • სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“
  • სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“ - რუსთაველის გამზ.
  • სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“
  • მაღაზია ,,აი სი არ ფეხსაცმელი“ ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი)

ქ. ბათუმი
  • გამსახურდია/მელაშვილის 17/29 ქუჩა, მაღაზია "რიფლეი"
  • სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი",მაღაზია "აისიარ ფეხსაცმელი" და „ოკაიდი“
  • გამსახურდია/მელაშვილის 17/29 ქუჩა, მაღაზია "ოკაიდი"
  • სავაჭრო ცენტრი მეტრო სითი, მაღაზია „ბატა“

სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (დღის მანძილზე 8 საათიანი ცვლა), კვირაში 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება -1100-1300 (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის კონსულტირება და საჭიროებისამებრ პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
  • პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
  • სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
  • სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოცმული ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfLWUotpS2eSgjaoM03kKi4ZGCJi8v8ombk3HImAxBuOhvTgg/viewform?usp=pp_url ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@icr.ge არაუგვიანეს 2025 წლის 16 მაისი.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი რეგიონი (მაგ. მოლარე- კონსულტანტი- ქ. თბილისი, „ქარვასლა“)

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.
„აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@icr.ge