სატრანსპორტო კომპანია
"LLC PIPIA" აცხადებს ვაკანსიას
გაყიდვების მენეჯერისა და ლოჯისტიკის მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვები) პოზიციებზე.
ჩვენი კომპანია ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით.
ვებგვერდი:
www.pipia.ccსამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 65ა, თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 18:00
ლოგისტიკის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
- გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი;
- ყოველდღიური ანგარიშის მომზადება ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ;
- ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
- არსებულ პარტნიორებთან რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა;
- მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრა;
- ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.
გაყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
- ახალი მომხმარებლების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- მომხმარებელთა ბაზის შექმნა და მართვა;
- გრძელვადიანი თანამშრომლობა იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
- შეკვეთების მიღება, გაფორმება და ლოგისტიკური პროცესის სრული კონტროლი;
- გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
- დებიტორული დავალიანებების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა;
- აზერბაიჯანულისა და თურქულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.