საწყობის თანამშრომელი
თარიღები: 13 მაი - 11 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობის თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancyibh@ibh.ge
მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი
ადგილმდებარეობა: ლილო

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა
  • სამოტივაციო პროგრამები

ძირითადი მოვალეობები
  • ნედლეულის, მზა პროდუქციის და სამეურნეო საწყობში პროდუქციის მიღება/დასაწყობება/გაცემა
  • საყინულე ოთახში პროდუქციის განთავსება
  • საწყობის სანიტარულ/ჰიგიენური დასუფთავების გეგმის შესრულება და მონიტორინგი
  • შეკვეთების მიღება, მომზადება და გადაცემა სტანდარტების, დადგენილი წესების და დროის შესაბამისად
  • დასაწყობების პრინციპების FIFO და FEFO დაცვა და კონტროლი
  • ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა, ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება
  • ხარისხის სისტემების მოთხოვნების შესაბამისად, ჩექლისთების შევსება
  • პროდუქციის ტემპერატურული რეჟიმების კონტროლი მიღებისას, დასაწყობებისას და დატვირთვისას
  • პროდუქციის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • საწყობის ტექნიკის სისუფთავეზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საწყობში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
  • გამოცდილება პროდუქციის მიღების და აღრიცხვის მიმართულებით
  • სასურველია ჩანგლიანი დამტვირთველის მართვის გამოცდილება და შესაბამისი სერთიფიკატის ფლობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge