თარჯიმან-რედაქტორი / რუსულიდან ქართულ ენაზე
თარიღები: 16 მაი - 11 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული რუსული ინგლისური
ადმინისტრაცია:  თარჯიმანი მეცნიერება/განათლება:  რედაქტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@trc.ge
ონლაინ საცალო მაღაზია ტრანსკომი (ონლაინ მაღაზია Wildberries შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას თარჯიმან-რედაქტორის (რუსულიდან ქართულ ენაზე) პოზიციაზე

ტრანსკომი — ონლაინ საცალო მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ფართო არჩევანს მოდის, ელექტრონიკისა და საყოფაცხოვრებო საქონლის მიმართულებით, ეძებს გუნდის ახალ წევრს

ძირითადი მოვალეობები:
  • შაბლონების, ინსტრუქციებისა და ინტერფეისის ტექსტების თარგმნა რუსულიდან ქართულად;
  • თარგმანის შესაბამისობის უზრუნველყოფა ორიგინალის ლექსიკურ, სტილისტურ და შინაარსობრივ ნაწილთან;
  • ტექსტების რედაქტირება ქართულ ენაზე;
  • გარე თარჯიმნებთან ურთიერთობა და მათი თარგმანების გადამოწმება;
  • გლოსარიუმების შექმნა, ტერმინოლოგიის უნიფიცირება და ცოდნის ბაზის შევსება.

მოთხოვნები:
  • ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია ინგლისურის ან სხვა დამატებითი ენის ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ლინგვისტიკური ან ფილოლოგიური მიმართულებით);
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კომერციული პროდუქტების თარგმნაში

გამოცდილება თარგმნის პროგრამებთან, როგორიცაა:
  • Trados, Smartcat, MemoQ, Crowdin, Localise, Memsource, Weblate და სხვა;
  • კრიტიკისადმი კონსტრუქციული დამოკიდებულება;
  • მრავალფეროვან ამოცანებს შორის სწრაფად გადართვის უნარი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, სტრუქტურირებულობა, შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@trc.ge