ცვლის მორიგე / ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
თარიღები: 13 მაი - 11 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი) ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: work@giec.ge
„ჯიაიჯი ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიებს ცვლის მორიგისა და ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე უსაფრთხოების დეპარტამენტში:

არსებითი პირობები:
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
  • სამუშაოს გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა 4 დღეში ერთხელ
  • ხელზე ასაღები ფიქსირებული ხელფასი: 800 ლარი
  • დამატებითი სარგებელი: კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
  • უსაფრთხოების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • ოპერატორის პოზიციის შემთხვევაში, ვიდეო-მონიტორინგისათვის საჭირო IVMS და MULTIVIEW, ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;

კანდიდატი არსებითად მნიშვნელოვანია იყოს:
  • პუნქტუალური, დისციპლინირებული;
  • გაწონასწორებული, თავაზიანი და კეთილგანწყობილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზუმე/მონაცემები გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე work@giec.ge
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 3 ივნისი. შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე work@giec.ge
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.