შვეიცარი
2xP PRIORITY Swissotel Tbilisi
თარიღები: 13 მაი - 11 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  შვეიცარი (ბელბოი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Tamar.Jincharadze@accor.com
„Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიას შვეიცარის პოზიციაზე.

Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სასტუმრო შედის Accor ჯგუფში, რომელიც არის ფრანგული საერთაშორისო ჰოლდინგი და აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა.
ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

სასტუმრო Swissôtel-ში შვეიცარის როლი არის ერთ-ერთი საკვანძო. შვეიცარი წარმოადგენს სასტუმროს სახეს და გვევლინება ბრენდის ამბასადორად.

შვეიცარის მოვალეობები:
  • იყოს თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობაში როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრების დახმარება მანქანიდან გადმოსვლისას, მათთვის სასტუმრს კარის გაღება და მიმღებამდე მიცილება.
  • სასტუმროს არსებულ სერვისებზე სრული ინფორმაციის ფლობა და სტუმრებისთვის გაზიარება
  • მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმირებულობა და შესაბამისად სტუმრების დაკვალიანება
  • ქალაქის შესახებ ინფორმაციის ფლობა და საინტერესო ისტორიების გაზიარება სტუმრებთან საუბრისას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო - იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების ფლობა, სხვა დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბეურობა;
  • კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • თავაზიანობა

დამატებითი სარგებელი:
  • კვება
  • დაზღვევა
  • ტრანსპორტირება (ღამის სააღებში)
  • ფასდაკლება Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Tamar.Jincharadze@accor.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!