დამხმარე ბუღალტერი
თარიღები: 14 მაი - 12 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტრის თანაშემწე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: georgian.olive@gmail.com
კომპანია “ქართული ზეთისხილი” აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • წარმოებაში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3- 5 წლიანი გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული;
  • დისციპლინირებული;
  • შრომისმოყვარე და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე.

ენები:
  • ქართული - ძალიან კარგად (ვერბალური / წერითი)
  • რუსული - საშუალოდ
  • ინგლისური -საშუალოდ

კომპიუტერული პროგრამები:
  • ორის ბუღალტერია (სავალდებულოა)
  • ვორდი და ექსელი (სავალდებულოა)

ძირითადი მოვალეობები:
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა,;
  • ბუღალტრული / პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება / შესაბამისი გატარებების მიცემა;
  • ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპეარაციების და ა. შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი დროული და სწორედ გაფორმების კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი / შედარება პარტნიორებთან;
  • ინვოისების მომზადება / პარტნიორებთან გადაგზავნა;
  • საგადასახადო პორტალთან RS.GE მუშაობის გამოცდილება, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება - გამოწერა;
  • კომპანიის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ბაზის შესწავლა, შესაბამისი პროცედურის გავლა, ინვენტარიზაციის დროულად და ეფექტურად ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, შედარება, შედეგების პროგრამაში ასახვა;
  • საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების მიცემა;
  • სხვა დავალებების შესრულება მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
  • კონფიდენციალურობის დაცვა.

საჭიროა დახასიათება წინა სამსახურიდან.
გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე. გამოსაცდელი პერიოდი სრულად ანაზღაურებადია;
ხელფასი: დარიცხული 1500 ლარი.

სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე. ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:30); შაბათი 10:00–2:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. გორგასლის ქ.77

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: georgian.olive@gmail.com