სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „იელთი ჯგუფი“ აცხადებს სტაჟირებას ,,მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის“ პოზიციაზე.იელთი ჯგუფი“ 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე.დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა.“იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას“.კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „ელთ კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ.სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)ლოკაცია: ბათუმიანაზღაურება: 600 ლარიჩვენი შემოთავაზებაა:- კომფორტული სამუშაო გარემო;
- კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
- წახალისების სისტემა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და მათთან პოზიტიური კომუნიკაციის შენარჩუნება;
- მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, ანალიზი და მათზე სწრაფი რეაგირება;
- მოთხოვნების, ფორმების შექმნა და მართვა;
- სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება;
- საბანკო/ სადაზღვეო/ სასტუმრო ინდუსტრიაში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;
- თურქული, ინგლისური, რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია C1 დონეზე)
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:- კომუნიკაციის მაღალი უნარები;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- დისციპლინირებული და პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული
- სამუშაოს პრიორიტეტებად გადანაწილების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com გთხოვთ, მიუთითოთ სტაჟირების დასახელება მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!წარმატებებს გისურვებთ!