ვეტერინარული კომპანია "როქი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის მძღოლის პოზიციაზე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში
კომპანია "როქი" 2006 წლიდან ეწევა სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ტექნიკის, ვაქცინების, საკვებისა და საკვებდანამატების, ცხოველთა კვებისა და მოვლის საშუალებების სრული სპექტრის რეალიზაციას.
„როქის“ სადისტრიბუციო ქსელი ფარავს საქართველოს ყველა რეგიონს, ემსახურება ვეტ-აფთიაქებსა და ფერმერთა მომსახურების ცენტრებს.
სამუშაო ადგილი:
- თბილისი + აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
- პროდუქციის დატვირთვა და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა;
- საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- სატრანსპორტო საშუალებების წესრიგზე ზრუნვა;
მოთხოვნები:
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა და მართვის გამოცდილება (სასურველია C კატეგორიაც);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე - roqi@agro.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 597 14 10 93; გისურვებთ წარმატებებს!