ლენდსქეიფსი კოტეჯების სტილის სასტუმროა დაბა სტეფანწმინდაში, ყაზბეგში. თითოეული ნომერი ცალკე მდგომი კოტეჯია. სასტუმროში ატმოსფერო მხიარული და მეგობრულია. სასტუმროს ძირითადი სეგმენტი ახალგაზრდა უცხოელებს წარმოადგენს. სტუმრები საღამოს საათებში კოცონთან იკრიბებიან და ეცნობიან ქართულ კულტურასა და გარემოს.
პოზიცია:
სასტუმროს ადმინისტრატორისამუშაო სპეციფიკა:
გვესაჭიროება მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანი, რომელიც უშუალო კომუნიკაციას დაამყარებს სტუმრებთან და შეუქმნის მათ სასიამოვნო გარემოს.
მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა, მიღება (check in, check out)
- სტუმრებთან კომუნიკაცია
- სალაროს ნაშთის კონტროლი
- სასაწყობე ნაშთის კონტროლი
- ოთახის შემოწმება სტუმრის მიღებამდე
- ეზოს მოვლა და საჭიროების შემთხვევაში დამლაგებლის დახმარება
- სტუმრისთვის ინფორმაციის მიწოდება ღირსშესანიშნავ ადგილებსა და რეგიონის შესახებ
- კოცონის დანთება
- ინგლისური ენა
- რუსული ენა
საცხოვრებელი და ტრანსფერი უზრუნველყოფილი იქნება.
მუშაობის გრაფიკი შემდეგია: 1 კვირა ყაზბეგში მუშაობა, 1 კვირა დასვენება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელ ფოსტაზე:
cv@landscapes.geარჩეული კანდიდატები გაივლიან ონლაინ გასაუბრებას
შეხვედრა-გასაუბრება
ტრეინინგი
გამოსაცდელი პერიოდი 1 კვირა