“ბბ დაზღვევა” აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში ძირითადი მოვალეობები: - კორპორატიული კლიენტების მოძიება;
- სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება;
- პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
- გაყიდვების გეგმების შესრულება;
- კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 28 მაისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!