ტექნიკური სამსახურის ზედამხედველი
2xP PRIORITY იელთი ჯგუფი
თარიღები: 14 მაი - 12 ივნ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1800 - 2000
ენერგეტიკა:  ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@eltbg.com
,,იელთი ჯგუფი“ და საერთაშორისო კომპანია IPM, 100–ზე მეტი პრემიუმ კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ზედამხედველის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (კვირაში 2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 1800 ლარიდან 2000 ლარამდე

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, საწარმოო დანადგარების, მოწყობილობების და სხვა ქონების მოვლა და ზედამხედველობა;
  • კომუნალური სისტემების და ელექტრული სისტემების გამართული ფუნქციონირების მართვა, მათი უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესრულება;
  • კომპანიის შიდა განაწესის მიერ დადგენილი ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ვალდებულებისა და მასზე სამსახურებრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
  • აპარტ-სასტუმროს მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, გათბობა-გაგრილების სისტემებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და ტექნიკური უზრუნველყოფა; პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულება საჭიროებისამებრ; სამუშაო ხელსაწყოების, დანადგარების და სხვა ტექნიკურ საშუალებებს მოვლა, სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება. თანამდებობით გათვალისწინებული ინსტრუქციების/დავალებების შესრულება და სტანდარტების დაცვა; ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემების დროული აღმოფხვრა;

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკურად შრომის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!