დიასახლისი
თარიღები: 14 მაი - 12 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@hotelnobo.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 505052255
"NOBO" - ახალი ბუტიკ სასტუმრო, რომელიც თბილისში, ისტორიულ ქუჩაზე, კოტე აფხაზის 27-ში მდებარეობს. 30 კომფორტული ნომერი, მაღალი სტანდარტები და დაუვიწყარი სერვისი - ეს არის ისტორიულ ძეგლში მდებარე ადგილი, სადაც ძველი თბილისი თანამედროვე კომფორტს ერწყმის. სასტუმრო NOBO ფუნქციონირებას იწყებს 15 ივნისიდან და გპირდებათ განუმეორებელ გამოცდილებას, როგორც სტუმრებისთვის, ასევე თანაგუნდელებისთვის.

სასტუმრო ეძებს გუნდის წევრებს დიასახლისი პოზიციაზე:

რას გპირდებით?
  • ჯანსაღი, მეგობრული, კომფორტული სამუშაო გარემო, პირადი და პროფესიული ბალანსი, სადაც მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დასვენების დღეები და უპირატესობები გელოდებათ;
  • მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტები და პროგრამული უზრუნველყოფა;
  • კვალიფიკაციის გაუმჯობესება, ტრენინგები, სხვადასხვა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფა;
  • შესაბამისი ანაზღაურება და მიზნობრივი ბონუსები;
  • 8 საათიანი ცვლა, 2 დღე დასვენება;
  • საწყისი ანაზღაურება 1100 ლარი.

საჭირო უნარები/მოთხოვნები:
  • ქართულ ენაზე სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და თავაზიანობა;
  • შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამუშაო ცვლის განმავლობაში, სასტუმროს ოთახების, სველი წერტილების ან /და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • სამუშაო ურიკების მოწესრიგება და შევსება შესაბამისი ინვენტარითა და მასალებით;
  • ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
  • აღჭურვილობისა და სამუშაო იარაღების მოვლა და გაფრთხილება;
  • საჭირო ქიმიკატებისა და ინვენტარის ინსტრუქციების დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოყენება;
  • სასტუმროს ნომრების სტანდარტების მიხედვით დალაგება, ოთახის საჭირო მასალებით შევსება, რაოდენობის კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება;

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ “სასტუმრო NOBO“_ს პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@hotelnobo.ge სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,
ან დაგვეკონტაქტეთ ნომერზე +995 505-05-22-55 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!