ბლუტაბლა ქმნის სახლის აქესესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას - ქართული სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათ ყოველდღიურობაში დამკვიდრებას.ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.სამუშაო პირობები:ანაზღაურება: 1,200-1,500 ლარისამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი კვირაში 6 დღე (5 დღე 10:00-16:00 ან 16:00-22:00, 1 დღე 10:00-22:00)სამუშაო ადგილი: წერეთლის 140, თბილისიჩვენ გთავაზობთ:- სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიტპასის მომსახურებას;
- კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
მოთხოვნები:- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია დისტანციურად მომსახურების გამოცდილება ტელეფონის ან ჩათის მეშვეობით;
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ერთდროულად რამოდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
მოვალეობები:- სატელეფონო ზარებზე, შეტყობინებებზე/კომენტარებზე სწრაფი და ეფექტური პასუხი;
- მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- ონლაინ გაყიდვების სტიმულირება;
- მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა;
- ფილიალის თანამშრომლებთან კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.geგამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "კომუნიკაციების მენეჯერი".