რეზერვაციის კოორდინატორი
2xP PRIORITY Pabellón Hotel
თარიღები: 03 ივნ - 17 ივნ
მდებარეობა: ყვარელი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ტურიზმი/გართობის სექტორი:  ჯავშნები
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@pabellon.ge
პაბელონის სასტუმრო _ Pabellón Hotel  აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის კოორდინატორის პოზიციაზე

მდევარეობა: ყვარელი-საქართველო
განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:
  • ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო პროგრამული და ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • ყოველდღიურად ინდივიდუალური, ჯგუფური და ონლაინ ჯავშნების კონტროლი PMS-სა და ყველა სხვა არხებში
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • შემოსული კორესპონდენციის მონიტორინგი და უკუკავშირი;
  • სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ოთახებისა და ტარიფების, ასევე სასტუმროში არსებული სხვა ობიექტებისა და სერვისების შესახებ;
  • მიღება-განთავსების განყოფილებისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
  • სამუშაოს ეფექტურობისთვის საჭირო რეპორტების წარმოება;
  • სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;

მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და სასტუმროს მართვის პროგრამის (PMS) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@pabellon.ge და დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.