ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ოპერატორის პოზიციაზეადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.განაკვეთი: სრული, სამუშაო საათები - წარმობის პროცესის შესაბამისად.ძირითადი მოვალეობები:- სამუშაოს დაწყებამდე საჭირო ინვენტარის მომზადება (შესაფუთი მასალა, ჭიქა, თავსახური და ა.შ);
- მანქანა-დანადგარების ექსპლუატაცაიში გაშვებამდე მათი მომზადება: ტექნიკური გამართულობის კონტროლი, დანადგარების რეცხვის კონტროლი;
- სარეგისტრაციო ფურცლების შევსება და მათი მუდმივი კონტროლი;
- მანქანა-დანადგარების გაშვება;
- დაფასოებული პროდუქციის ხარისხის, იერსახის (ზომა, წონა და ა.შ.) და შეფუთვის (ჰერმეტულობა, წარმოების და შენახვის ვადები და ა.შ.) მუდმივი კონტროლი;
- მანქანა-დანადგარების მუშაობის კონტროლი;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ დანადგარის მოწესრიგება და სპეციალური დამუშავება;
ძირითადი მოთხოვნები:- სასურველია - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- სამუშაოს შესრულების სისწრაფე;
- ოპერატიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - დანადგარის ოპერატორი ან დარეკოთ ნომერზე +995 591 12 83 61.გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.