სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას საცალო ავტო და ქონების დაზღვევის (NLI) გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე თბილისში.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- საცალო გაყიდვების თანამშრომლებისგან დაკომლექტებული სპეციალიზირებული გუნდის ყოველდღიური მართვა და მხარდაჭერა;
- ახალი თანამშრომლების მოძიება და ინტეგრირება გუნდში;
- ბაზების დამუშავება და CRM სისტემაში აქსახული აქტივობების მონიტორინგი;
- გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება საკუთარი ინიციატივითა და არხებით;
- გაყიდვის პროცესის მონიტორინგი და გუნდის წევრებისთვის მუდმივი უკუკავშირის უზრუნველყოფა მზარდი შედეგებისთვის;
- გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა;
ჩვენი მოთხოვნებია:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი;
- სრული უმაღლესი განათლება;
- ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა;
- Microsoft Office-ის ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: asokhadze@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათუარის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (NLI გაყიდვების ჯგუფის უფროსი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 13 ივნისი.