"მედანე" წარმოადგენს მაღაზიას/სტენდს, რომელიც სპეციალიზებულია დანების გაყიდვაში — სალაშქრო, საკოლექციო და სამზარეულოს დანები. ასევე წარმოდგენილია ხელსაწყოები და სალაშქრო აღჭურვილობა.
მდებარეობა: სითი მოლი საბურთალო / სითი მოლი გლდანი
პოზიცია: კონსულტანტი სტენდზე
ძირითადი მოვალეობები:
- სტენდზე არსებული პროდუქციის პრეზენტაცია და აქტიური გაყიდვა
- მომხმარებლის კონსულტაცია და სწორ პროდუქტზე ორიენტირება
- პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და ცოდნა
- დისციპლინის დაცვა და მენეჯერის მითითებების შესრულება
- საჭიროების შემთხვევაში, მუშაობა ორივე ფილიალში (როტაციის ფორმატში)
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 6 საათი
- დღეში 6 საათი:
- პირველი ცვლა: 10:00 – 16:00
- მეორე ცვლა: 16:00 – 22:00
- სამუშაო ადგილი – სავაჭრო ცენტრის შიდა სტენდზე (საბურთალო/გლდანი)
ანაზღაურება:
- ფიქსირებული: 40 ლარი დღეში (თვეში საშუალოდ 840–880 ლარი)
- ბონუსი: გაყიდვებზე დაფუძნებული სისტემით – საშუალოდ 100–200 ლარი
მოთხოვნები:
- სტაბილური და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ
- გაყიდვებში ან მომხმარებელთან კომუნიკაციაში გამოცდილება მისასალმებელია
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და მოტივაცია
- ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობის სურვილი (არ განიხილება 6 თვეზე ნაკლები პერიოდით თანამშრომლობა)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:Info@medane.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კონსულტანტის ვაკანსია – მედანე".