სარეკლამო კომპანია „ADWINGS“-ი აცხადებს ვაკანსიას
გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. #13 ნ
სამუშაო გრაგიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00 სთ-მდე (1 სთ შესვენება).
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარიდან 2500 ლარამდე (გამოცდილებიდან გამომდინარე) + პროცენტული გამომუშავება.
ფუნქცია- მოვალეობები:
- ახალი შემკვეთების მოძიება, შეხვედრის ჩანიშვნა და პროდუქციის გაცნობა პრეზენტაციის სახით.
- პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა.
- მიღებული შეკვეთების და პროექტების ანალიზი და სრული კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია გაყიდვების ან მარკეტინგის სფეროში)
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენები: რუსული, ინგლისური - (აუცილებელია მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა)
- აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
სასურველია:
- პრიორიტეტი მიენიჭება უმაღლეს განათლებას მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
- პრიორიტეტი მიენიჭება გამოცდილების ქონას აღნიშნულ სფეროში.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მაღალი პროფესიონალიზმი
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- დატვირთულ რეჟიმში და სტრესულ გარემოშ მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, დროისა და რესურსების ეფექტური მენეჯმენტი;
- კომუნიკაბელური და პოზიტიური
- გუნდურად მუშაობის უნარი
- გამართულად მეტყველება
გასაუბრება ჩატარდება ორ ეტაპად
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე:
hr@adwings.ge .
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,გაყიდვების მენეჯერი’’- წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.