სტიუარდ-სუპერვაიზერი
1xP PRIORITY ibis Tbilisi City
თარიღები: 15 მაი - 13 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  სერვისის მენეჯერი ჭურჭლის მრეცხავი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.ibis@hpm.ge
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.  
 
ამჟამად, საერთაშორისო ფრანგული ბრენდის Accor-ის ჯგუფის სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას სტიუარდ სუპერვაიზერის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • სტიუარდების ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა, ცვლების დაგეგმვა და დავალებების განაწილება; 
  • ახალი თანამშრომლების დახმარება, მათი გადატრენინგება კომპანიის შიდა რეგულაციების თანახმად; 
  • სამზარეულოს აღჭურვილობის სათანადო დეზინფექცია ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად; მათი დაზიანების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელისთვის შეტყობინება; 
  • HACCP-ის რეგულაციების და უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სასტუმროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა; 
  • ჰიგიენის, სანიტარიისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდის მართვის უნარი; 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება:  „სტიუარდ სუპერვაიზერი“. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გაცნობებთ, რომ „ibis Tbilisi City“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე. 
 
წარმატებებს გისურვებთ!