ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.ჩვენი მიზანია:შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.ამჟამად კომანია „HPM”-ში ჩვენ ვეძებთ რეზერვაციების აგენტს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.ძირითადი მოვალეობები:- შემოსულ სატელეფონო ზარებზე, ელექტრონულ ფოსტაზე პასუხის გაცემა და სასტუმროს შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- ჯავშნების ყოველდღიურად შემოწმება და ნებისმიერი ცდომილების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
- მომდევნო დღეს გამსვლელი სტუმრების სიის გადამოწმება ყოველდღიურად;
- სასტუმროში გასამართი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შემდეგ გაზიარება შესაბამის განყოფილებებთან;
- ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში ორგანიზატორებთან კონტაქტი, ასევე წინასწარ დარეგისტრირებულ პირებთან დაკავშირება და ფინანსური საკითხების პროცედურული უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა, დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „რეზერვაციების აგენტი“.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.გისურვებთ წარმატებას!