სარეკლამო საწარმო ,,დეიზი“, რომელიც უკვე 22 წელია დაარსდა, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია. დეიზის წარმატება დაფუძნებულია გუნდზე, რომელიც არის: შედეგზე ორიენტირებული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი.
,,დეიზის“ საქმიანობის მიმართულებაა: გარე რეკლამის დამზადება, პრომო პროდუქცია, პოლიგრაფია, ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა, დიზაინერის მომსახურება.
კომპანია აცხადევს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი - სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა 10:00-19:00 (ორშაბათი- პარასკევი) ოფისიდან
- სამუშაო ადგილი: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
- სუბორდინაცია: ექვემდებარება გენერალურ დირექტორს
- დაქვემდებარებაში ჰყავს- მძღოლი/მომმარაგებელი
- ანაზღაურება-2000-2500 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ამოცანები:
- საწარმოს ყოველდღიური საჭიროებების მიხედვით მასალების და ინვენტარის მოძიება და შესყიდვის უზრუნველყოფა;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია, კომერციული წინადადების მიღება და შედარება;
- შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;
- საწყობში არსებული ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და შევსების უზრუნველყოფა;
- მძღოლი/მომმარაგებლის კოორდინაცია მასალების ტრანსპორტირებისთვის;
- საწყობის მაგარების აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება;
მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების ან ლოგისტიკის მიმართულებით;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- კარგი კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა;
- უნარი;
თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@daisy.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: შესყიდვების მენეჯერი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 ივნისი 2025 წელი.
კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ რომ შპს ,,დეიზი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე hr@daisy.ge
გისურვებთ წარმატებებს.