თბილისი დრაი პორტი აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის პოზიციაზე.
თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს 2025 წლის აპრილიდან. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადახვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის
თბილისი დრაი პორტის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციებს.
დეპარტამენტის შესახებ:
- IT მენეჯერი ექვემდებარება დირექტორს და თანამშრომლობს კომპანიის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან. მისი საქმიანობა ფუნქციურად ექვემდებარება აბუ დაბი პორტს გრუფის აიტი დეპარტამენტს.
გამოცდილება:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება - სასურველია ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, კომპიუტერულ მეცნიერებებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
- მინიმუმ 3 წელი გამოცდილება IT ინფრასტრუქტურის მართვაში, სასურველია პორტების/ტერმინალების სექტორში
- ძლიერი ტექნიკური ცოდნა: აპარატურა, პროგრამული უზრუნველყოფა, ქსელური ინფრასტრუქტურა
- გამოცდილება IT სტრატეგიების დანერგვასა და ბიუჯეტების მართვაში
ტექნიკური უნარები:
- მონაცემთა ცენტრებისა და IT ინფრასტრუქტურის ცოდნა
- Microsoft, Linux, Oracle, Cisco, Altai, Dynamics 365 ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება
- ციფრული ვიდეოდაკვირვების სისტემები (CCTV, T&A, ACS)
- ბიზნესის უწყვეტობის გეგმის (BCP) და ავარიული აღდგენის გეგმის (DRP) ცოდნა
- ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური ენის ცოდნა
სხვა უნარები:
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურობა;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- დეტალზე ორიენტირებულობა;
- გამართული კომუნიკაციის უნარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- IT ინფრასტრუქტურის გამართვა და მის გამართულ მუშაობაზე ზრუნვა;
- კომპანიის უწყვეტი ოპერირებისთვის ყველა საჭირო IT სისტემის და მიდგომის ჩამოყალიბება და განხორციელება;
- WLAN, P2P და უსადენო ტექნოლოგიების დანერგვა ოპერაციულ ზონებში
- IT შეკვეთების მონიტორინგი;
- სერვერის მართვა/მონიტორინგი;
- ახალი და არსებული თანამშრომლებისთვის, კომპიუტერული ტექნიკის, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების, ელ-სერვისის მოწოდება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- დეპარტამენტისთვის შესაძენი მოწყობილობების/აპარატურის ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და მონაწილეობა ტექნიკის შეფასებაში;
- მონაწილეობის მიღება ახალ შესყიდული და გარემონტებული კომპიუტერული და ორგ. ტექნიკის დაყენებასა და ტესტირებაში;
- ყველა IT სისტემის მონიტორინგი და ტექნიკური პრობლემების მოგვარება ციფრულ კლასტერთან კოორდინაციით
- IT სისტემების უსაფრთხოების დაცვა ADPG-ის პოლიტიკის შესაბამისად
- IT ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს აპლიკაციების (TOS, ERP, EAMS, CRM) მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- კომპანიის იმიჯზე ზრუნვა;
- კონფიდენციალურობის დაცვა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე
HR@tbilisidryport.com .
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა:
2025 წლის 15 ივნისი წარმატებას გისურვებთ!