ოფისის კოორდინატორი
1xP PRIORITY HPM
თარიღები: 15 მაი - 13 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@hpm.ge
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. 
ამჟამად ჩვენ ვეძებთ ოფისის კოორდინატორს და გთავაზობთ კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ძირითადი ფუნქციები:
  • შეხვედრების პროცესისთვის თვალყურის დევნება, საჭიროების შემთხვევაში შემოსული სტუმრების დახვედრა/გამასპინძლება/გაცილება;
  • ოფისის შესყიდვების უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საკანცელარიო ნივთებისა და სხვა მატერიალური მარაგების სისტემატურ შემოწმებას/მონიტორინგს და მარაგის ამოწურვამდე მარაგების დროულ შევსებას;
  • ოფისის ბიუჯეტზე და ხარჯებზე ზედამხედველობა, მათ შორის საოფისე ინვენტარისა და აღჭურვილობის შეძენისას;
  • შეხვედრების და მივლინებების დაგეგმვა გუნდისთვის;
  • მივლინების პროცესის სრულყოფილად მართვა ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის რგოლებთან კომუნიკაცია;
  • ფაილებისა და ჩანაწერების ორგანიზება, სკანირება და დაარქივება;
  • ოფისის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
  • სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით;
  • შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმების წარმოება და შესაბამისი რეპორტინგი;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე დოკუმენტების მომზადება;
  • პერიოდული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან, მიმდინარე ამოცანებთან დაკავშირებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, ოფის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის  მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel.

უნარები და მახასიათებლები
  • მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;
  • პროცესებისა და პასუხისმგებლობების ფართო სპექტრის მართვის უნარი;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებული უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების მაღალ დონეზე განვითარებული უნარი.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება,მაშინ  გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ოფისის კოორდინატორი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის  15 ივნისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.