იურიდიული სამსახურის სპეციალისტი
თარიღები: 16 მაი - 01 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
იურიდიული:  იურისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@seu.edu.ge
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9 
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 
 
 ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: 
  • საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში და  ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის; 
  • სხვადასხვა ტიპის მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება; 
  • შრომითი ხელშეკრულებების დადების პროცესის უზრუნველყოფა; 
  • ხელშეკრულებების დარღვევის პოტენციური და ფაქტობრივი შემთხვევების იდენტიფიკაცია და მართვა; 
  • სადაო საკითხების არსებობის შემთხვევაში სარჩელისა და შესაგებლის პროექტების მომზადება; 
  • სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამოქალაქო, შრომით და სამეწარმეო სამართლის მიმართულებით; 
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად); 
  • იურისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (სასურველია განათლების სფეროში); 
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და სამართლებრივი ჩარჩოს ცოდნა; 
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენისა და ანალიზის უნარი (ხელშეკრულებები, შიდა მარეგულირებელი აქტები, ადმინისტრაციული აქტები და სხვ.); 
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა და კომპიუტერთან ეფექტურად მუშაობის უნარი; 
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე. 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში ეფექტურად მუშაობის უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ეთიკური ნორმებისა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; 
  • პუნქტუალობა; 
  • ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და სისტემატიზაციის უნარი; 
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • სწავლისა და პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა. 
 
შერჩევის ეტაპები: 
CV - ების გადარჩევის ეტაპი; 
ინდივიდუალური გასაუბრება
 
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 01 ივნისის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.