გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი პროკრედიტ ბანკის საცალო ბანკინგის განვითარების გუნდში!
პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
ვაკანსია: საცალო ბანკინგის განვითარების სპეციალისტი
ჩვენი იდეალური კანდიდატი:
- მოტივირებული;
- პასუხისმგებლიანი;
- შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
- გუნდურ გარემოში ეფექტურად მომუშავე;
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — “საცალო ბანკინგის განვითარების სპეციალისტი” შემდეგ ელ. ფოსტაზე:
geo.hr.department@procredit-group.com გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა:
29/05/2025 რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:
geo.hr.department@procredit-group.com სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ;
geo.hr.department@procredit-group.com